logo_geo
მიწის (ყვითელი) ძაღლის წელიწადი
- +

11 იანვარი. 2018. 12:44



ამბობენ, ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელ წელს ისე გაატარებო. ამიტომ 2018 წლის შესახვედრად საფუძვლიანად უნდა მოემზადოთ. ამგვარად თქვენ კოლეგებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს და დადებითი ემოციებით აღსავსე დღესასწაულს აჩუქებთ და მომავალი წლის სიმბოლოს - მიწის ყვითელ ძაღლსაც ასიამოვნებთ.


ის ადამიანები, რომლებიც ძაღლის წელში დაიბადნენ, ხასიათით დამოუკიდებლები, გულწრფელები, ერთგულები, თავდაჯერებულები, ცნობისმოყვარეები და კეთილგანწყობილები არიან, არ ეშინიათ სიძნელეების და მომავლისკენ მტკიცედ იყურებიან.


ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით ძაღლის წლის თვისებებია:


დადებითი თვისებები: სიმამაცე, ერთგულება, პასუხისმგებლობის გრძნობა.


უარყოფითი თვისებები: მგრძნობიარობა, სიჯიუტე და კონსერვატიულობა.


ჩინურ კალენდარში თარიღები მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული. ძაღლის წელი 2018 წლის 16 თებერვალს შედის ძალაში.


ჩინური კალენდრის მიხედვით, ცეცხლოვან სტიქიას მიწის სტიქია ენაცვლება, ამიტომ 2018 წელი მიწის, ანუ ყვითელი ძაღლის წელია.


ჩინეთში ძაღლი მყარი ოჯახური ურთიერთობების სიმბოლოა, ამიტომ ახალ წელს ოჯახის წევრებთან და ყველაზე ერთგულ მეგობრებთან ერთად შეხვდი თ.


წლის მთავარი ფერებია ყვითელი, ოქროსფერი და ნარინჯისფერი.


ძაღლს ხორცი უყვარს, ამიტომ საახალწლო სუფრისთვის შეგიძლიათ ხორცის მრავალფეროვანი კერძები მოამზადოთ.


ჩინელი ასტროლოგების მტკიცებით, ძაღლს მოგზაურობა უყვარს, ამიტომ შეგიძლიათ სამოგზაუროდ რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში გაემგზავროთ.


ძაღლი მხიარული და სიცოცხლის მოყვარული არსებაა, ამიტომ ახალ წელს ხმაურიანად და ხალისით შეხვდით.


სახლის მომზადება ახალი წლისთვის. ძაღლი ოჯახის ცხოველია და გადამეტებული სიმდიდრე არ იზიდავს. სახლის გაფორმებისას უპირატესობა მიანიჭეთ კლასიკურ ტრადიციებს (ნაძვის ტოტები, გირჩები, წითელი ბაფთები, ფიფქები, სხვადასხვა ფერის „წვიმები" სადღესასწაულო გაწყობას შექმნის). დადგით ძაღლების ფიგურები.


ნაძვის ხის მორთვა ახალი წლისთვის. ძაღლისთვის სულ ერთია, როგორ ნაძვის ხეს დადგამთ - ბუნებრივს თუ ხელოვნურს, მთავარია, როგორ მორთავთ მას:


შეარჩიეთ ყვითელი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი და წითელი ფერის სათამაშოები. „წვიმაც" ასეთივე ფერის უნდა იყოს. ძაღლს ძალიან მოსწონს გამხმარი ბალახებისგან და ხის ტოტებისგან დამზადებული ატრიბუტიკა.


საახალწლო სადღესასწაულო ზეიმის მთავარი ფიგურა მომავალი წლის სიმბოლო უნდა იყოს.



 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი