logo_geo
წელს შეიძლება შავი ხვრელის ისტორიაში პირველი ფოტო ვიხილოთ
- +

11 იანვარი. 2018. 22:08



ასტრონომებს სჯერათ, რომ მომდევნო 12 თვეში, შესძლებენ რაღაც ისეთის გაკეთებას, რაც აქამდე არავის არასდროს გაუკეთებია და რასაც, შორსმიმავალი შედეგები ექნება სამყაროს ჩვენეულ აღქმასთან მიმართებაში.


შავი ხვრელი არის სივრცეში არსებული წერტილი, რომელსაც იმდენად ძლიერი გრავიტაცია აქვს, რომ მისგან გაქცევა სინათლესაც კი არ ძალუძს. შავ ხვრელთა არსებობა ალბერტ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა თავის ფარდობითობის ზოგად თეორიაში, თუმცა მათ არსებობაში ბოლომდე დარწმუნებული თავადაც არ იყო.


ამ დრომდე, შავ ხვრელთა არსებობის კონკრეტული მტკიცებულება არავის დაუდია. ეს მდგომარეობა შესაძლოა სამუდამოდ შეცვალოს მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპმა (EHT).


EHT რ გახლავთ ერთი კონკრეტული ტელესკოპი. იგი მთელი მსოფლიოს ტელესკოპთა ქსელია. ერთმანეთთან ჰარმონიული მუშაობის შედეგად, ამ მოწყობილობებს შეუძლიათ წარმოქმნან ყველა აუცილებელი კომპონენტი, რაც კი შავი ხვრელისთვის ფოტოს გადასაღებადაა საჭირო.


„პირველ რიგში, საჭიროა ულტრა-მაღალი გადიდება - დაახლოებით იმის ეკვივალენტი, რომ ნიუ-იორკიდან დაითვალოთ ლოს-ანჯელესში არსებული გოლფის ორმოები", - უთხრა გამოცემა Futurism-ს EHT- დირექტორმა შეფარდ დოლმანმა.


ამის შემდეგ, ამბობს დოლმანი, გჭირდებათ მეთოდი, რომლითაც ირმის ნახტომში არსებულ გაზსა და თავად შავი ხვრელის გარშემო გაწოლილ ცხელ გაზს მიღმა. ეს კი მოითხოვს დედამიწის ზომის ტელესკოპს; სწორედ ამიტომ მოვიყვანეთ მწყობრში EHT.


დოლმანის თქმით, EHT-ის ჯგუფმა შექმნა „დედამიწის ზომის ვირტუალური ტელესკოპი", რისთვისაც გამოიყენეს მთელი პლანეტის მასშტაბით მიმოფანტულ ინდივუდუალურ რადიო-თეფშთა ქსელი.


მათ თეფშები ისე დაასინქრონულეს, რომ შესაძლებელია მათი პროგრამირება კოსმოსის ერთსა და იმავე წერტილზე დასაკვირვებლად ზუსტად ერთდროულად; ამავე დროს, შეუძლიათ დაფიქსირებულ რადიოტალღათა ჩაწერა მყარ დისკებზე.


იდეა ის იყო, რომ მოგვიანებით, ამ მონაცემთა კომბინირების შედეგად, EHT-ის ჯგუფმა უნდა შესძლოს ისეთი სურათის მიღება, როგორსაც დედამიწის ზომის ერთი ტელესკოპის გამოყენებით მიიღებდა.


2017 წლის აპრილში, ჯგუფმა ტელესკოპი პირველად გატესტა.


მომდევნო ხუთი ღამის განმავლობაში, რვა სხვადასხვა თეფშმა მთელი მსოფლიოდან, თავიანთ მახვილი მზერა A*-სკენ მიმართეს - წერტილი ირმის ნახტომის ცენტრში, სადაც მეცნიერთა რწმენით, განთავსებულია სუპერმასიური შავი ხვრელი.


სამხრეთ პოლუსზე განთავსებული ტელესკოპის მიერ შეგროვილმა მონაცემებმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ჰეისტაკის ობსერვატორიამდე დეკემბრამდე ვერ მიაღწია, რადგან ამ პერიოდში, ანტარქტიდიდან სატვირთო ფრენები არ ხორციელდებოდა.


ახლა, როდესაც ჯგუფს უკვე აქვს რვავე თეფშის მიერ შეგროვილი მონაცემები, თამამად შეუძლიათ მათი ანალიზის დაწყება იმ იმედით, რომ მიიღონ შავი ხვრელის ისტორიაში პირველი ფოტო.


ეს სურათი არა მხოლოდ შავ ხვრელთა არსებობას დაამტკიცებს, არამედ სრულიად ახალ ცნობებს მოგვაწვდის ჩვენი სამყაროს შესახებ.


„სამყაროზე შავ ხვრელთა გავლენა უდიდესია", - ამბობს დოლმენი.


„ახლა უკვე მიჩნეულია, რომ გალაქტიკათა ცენტრებში არსებული სუპერმასიური შავი ხვრელები და ის გალაქტიკები, რომლებშიც ისინი სახლობენ, ერთად ვითარდებიან კოსმოსურ დროში, შესაბამისად, იმის დანახვა, თუ რა ხდება მოვლენათა ჰორიზონტის სიახლოვეს, დაგვეხმარება სამყაროს შესახებ უფრო ფართო მასშტაბებით გავიგოთ".


მომავალში, მკვლევრებმა შეიძლება დროთა განმავლობაში გადაიღონ ეული შავი ხვრელის ფოტოც.


„ეს კი მეცნიერებს საშუალებას მისცემს განსაზღვრონ, მართებულია თუ არა აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია შავი ხვრელის საზღვრებთან; გარდა ამისა, შესაძლებელი გახდება იმის შესწავლაც, თუ როგორ შთქანთქავენ მატერიას და იზრდებიან შავი ხვრელები", - აღნიშნავს დოლმენი.


აღსანიშნავია, მშვილდოსანი A*-ზე აპრილში ჩატარებული დაკვირვებები წარმოადგენს ტელესკოპ EHT-ის პირველ გამოყენებას და დოლმენი ზედმეტი შეფასებებისგან თავს იკავებს.


„რა თქმა უნდა, არ გვაქვს არანაირი გარანტია თუ რას ვიხილავთ, ანუ ბუნებამ ეშმაკობით გვაჯობოს. მიუხედავად ამისა, EHT ახლა მწყობრშია და მუშაობს, შესაბამისად, შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში, აქტიურად ვიმუშავებთ, რათა მივიღოთ ფოტო, რომელიც დაგვანახვებს, თუ როგორ გამოიყურება სინამდვილეში შავი ხვრელი", - უთხრა დოლმანმა გამოცემა Futurism-ს.


დოლმენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჯგუფი აღფრთოვანებულია იმით, რომ შეიძლება აქამდე არასოდეს ნანახი ფოტო მიიღონ, ისინი ასევე აცნობიერებენ იმასაც, რომ საჭიროა მონაცემებთან ფრთხილად და სათუთად მუშაობა, შესაბამისად, ვერ ასახელებენ ზუსტ თარიღს, თუ როდის იქნება შედეგები მზად.


მიუხედავად ყველაფრისა, იმდენად ახლოს ვართ შავი ხვრელისთვის ფოტოს გადასაღებად, როგორც არასდროს. არ არსებობს მიზეზი ვიფიქროთ, რომ ტეკლესკოპ EHT-ის ჯგუფი 2018 წელს ფინიშის ამ ხაზს ვერ გადაკვეთს.


 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი