logo_geo
ირმა ინაშვილი: ყველა სიტყვაში, რასაც ვამბობ, გულწრფელი ვარ!
- +

16 ნოემბერი. 2016. 14:02


 

 „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში, კითხვაზე - რატომ ჩხუბობს ის საჯარო გამოსვლებისას, პასუხობს, რომ ემოციას  სიბრაზით გამოხატავს. აქვე დასძენს, რომ მსგავსი ადამიანები, ყოველდღიურ ცხოვრებაში, უფრო გულჩვილები და მიმტევებლები არიან.


„თავს არავის ვადარებ, მაგრამ ყველა, ვისაც სიმართლის განცდა გაფაქიზებული აქვს, ტყუილსა და ცუდ საქციელზე ემოციურად რეაგირებს და ამას ხან სიბრაზით გამოხატავს, ხან ხმაურით, თუმცა, მერწმუნეთ, ასეთი ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო სევდიანები, გულჩვილები და მიმტევებლები არიან, ვიდრე ისინი, ვინც მაღალ მატერიებზე „დაყენებული სახეებით" ლაპარაკობენ", - ამბობს ინაშვილი.

 

ირმა ინაშვილმა პიარის ხელოვნებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას, სხვა საჯარო პირებისგან განსხვავებით, რაიმე განცხადება, პოპულარობის მოსაპოვებლად, არასოდეს გაუკეთებია.


„ზოგიერთი საჯარო პირი - ჟურნალისტი თუ პოლიტიკოსი, რაღაც განცხადებას მიზანმიმართულად აკეთებს, რადგან იცის, რომ ეს კონკრეტული ფრაზა ცნობადობას აუმაღლებს და დამატებით პოპულარობას მოუტანს. მე კი ასე არასოდეს ვფიქრობ და ყოველთვის იმას ვამბობ, რისი თქმაც იმ წუთას მინდა. წინასწარ არ ვალაგებ, ეთერში რა ვთქვა, რადგან ცოცხალი ეთერი ჩემთვის ცოცხალი აზროვნებაა... ყველა სიტყვაში, რასაც ვამბობ, გულწრფელი ვარ!" - აცხადებს ინაშვილი.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი