logo_geo
დავით მესხიშვილი: ტექდათვალიერების საფასური, ჩემი ვარაუდით, 50 დოლარის ეკვივალენტი ლარში იქნება
- +

16 ნოემბერი. 2016. 15:29


„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" პრეზიდენტი დავით მესხიშვილი გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებაზე საუბრობს, რომელიც 2018 წლის იანვრიდან აღდგება. მისი თქმით, ტექდათვალიერებას 4 წლის ზევით მანქანები გაივლიან და რაც უფრო ძველი იქნება მანქანა, წელიწადში უფრო მეტჯერ შემოწმდება.

 

„მნიშვნელოვანია, რომ ტექცენტრები გეოგრაფიულად და ფინანსურად ხელმისაწვდომი იყოს და რაც შეიძლება მაღალი კვალიფიკაციის პერსონალი ემსახურებოდეს. ამ ტექცენტრებთან დაკავშირებით კორუფცია ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. ამის მაგალითს ჩვენ ველით საკონსულტაციო ჯგუფისგან, თუმცა, მე შემიძლია კონკრეტული მოდელი გითხრათ. ავტომობილი შედის ტექდათვალიერების ცენტრში, მას არ აქვს კომუნიკაცია პერსონალთან და ავტომობილი ყოველგვარი კონტაქტის გარეშე ხვდება ტექცენტრში. იწყება შემოწმება, მაგალითად, გამონაბოლქვზე და ინფორმაცია ავტომატურად მიდის ბაზაში, რომელსაც ფლობს შსს. არსებობს მოდელები, რის საფუძველზეც კორუფცია ნულს უდრის. როცა პოლიტიკური ნებაა, ასეთი საკითხები პრობლემას არ წარმოადგენს. დამატებითი ტექცენტრების მშენებლობა მნიშვნელოვანი იქნება. ჩემი ვარაუდით, შემოწმება 50$-ის ეკვივალენტი დაჯდება ლარში. საერთაშორისო გამოცდილების დონეზე ევროპაში ყველაზე დაბალი თანხა 50$-ია.

 

ეს არაა იმხელა თანხა, რომ მძღოლმა გადახდა ვერ შეძლოს. დღევანდელი ჩანაწერი ასეთია: 4წლამდე მანქანებს არავინ შეამოწმებს და 4-დან ზემოთ - 2 წელიწადში ერთხელ. რაც უფრო ძველია მანქანა, მით უფრო იმატებს შემოწმების სიხშირე. 6 წლის ავტომობილი შეიძლება წელიწადში ორჯერ შემოწმდეს, მაგრამ 6 წელზე მეტი წლის მანქანა წელიწადში უფრო მეტჯერ", - განაცხადა დავით მესხიშვილმა.



 


 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი