logo_geo
ვატო შაქარიშვილი „ნაციონალებს“: ასეთი იყო თქვენი უფასო სასადილოები!
- +

15 დეკემბერი. 2017. 02:55


 

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაიზარდა ბიუჯეტი უფასო სასადილოების მომსახურებისათვის და არ გაიზარდა იმიტომ, რომ გაიზარდა ბენეფიციარების რიცხვი ან გაიზარდა გაჭირვება. ეს ბიუჯეტი გაიზარდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გაიზარდა მომსახურების ხარისხი", - ამ სიტყვებით „ქართული ოცნებიდან" თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარიშვილი უფასო სასადილოების საკითხს გამოეხმაურა. შაქარიშვილმა გადაცემა „რეაქციაში" წარმოადგინა ფოტო მასალა, როგორ გამოიყურებოდა უფასო სასადილოები 2011 წელს და როგორ გამოიყურება დღეს.

 

„ასეთი იყო თქვენი უფასო სასადილოები. ძალიან კარგი სიმბოლოა თქვენი უფასო სასადილოების, როდესაც მზარეული და საყვარელი ფისო ერთად არიან გამოსახული. შეგიძლიათ ნახოთ რა პირობებში უწევდათ საკვების მიღება ადამიანებს, რომლებსაც უჭირდათ. მე ვიქნები ბედნიერი როდესაც არცერთ ადამიანს ჩემს ქალაქში ლუკმის მიწოდება არ დაჭირდება. ჩვენ ამას მაინც შევძლებთ, მიუხედავად იმის, რომ თქვენი ინტერესები მილანში და საახალწლო განათებებში მიდის", - განაცხადა შაქარიშვილმა.










 

right_banner
big_banner
არქივი