logo_geo
ლიტერატურულ კონკურსის „წეროს“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
- +

15 დეკემბერი. 2017. 23:11


 

15 დეკემბერს, 19:00 საათზე საქართველოს მწერალთა სახლში  ლიტერატურული კონკურსის „წეროს" გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. ლიტერატურული კონკურსი „წერო", ტრადიციულად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის ორგანიზატორია ელექტრონული წიგნების ინტერნეტ მაღაზია lit.ge და ფარმაცევტული კომპანია GPC.

 

„წერო" ინტერნეტსივრცეში, ელექტრონული წიგნების ვებ-გვერდზე lit.ge ჩატარდა. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა: პირველ ეტაპზე 300-მდე საკონკურსო ნაწარმოებიდან ხუთი ადამიანისგან შემდგარმა ჟიურიმ (ლევან ბერძენიშვილი, სალომე ბენიძე, შოთა იათაშვილი, მარი ბექაური, გაგა ლომიძე,) 18 საუკეთესო დაასახელა. მეორე ეტაპზე შერჩეულ ნაწარმოებებს აფასებდა და გამარჯვებულები გამოავლინა მკითხველმა. მკითხველებს ნაწარმოებების შეფასების გარდა, საშუალება ქონდათ  ვებ-გვერდზევე გამოთქვათ თავიანთი მოსაზრებები ნაშრომის შესახებ. დაჯილდოვებაზე მკითხველთა შეფასებების მიხედვით სამი გამარჯვებული გამოვლინდება.


პირველი პრემია ვერცხლის წერო და 4000 ლარი ერგო ლია ლიქოკელს, მეორე პრემია და  2000 ლარი ახალგაზრდა მწერალმა ნათია როსტიაშვილს დაისაკუთრა და მესამე საპატიო პრემია 1000 ლარიანი საპრიზო ფონდით დათო გორგილაძემ.

 

საღამოზე ასევე დაჯილდოვდება ჟიურის და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გამომცემლობების რჩეული ნაწარმოებები.


 

right_banner
big_banner
არქივი