logo_geo
სოსო შატბერაშვილი: წელში ოთხად მოკაკული სააკაშვილი დონალდ ტრამპის კაბინეტში რომ შევიდა და ეხვეწებოდა...
- +

16 დეკემბერი. 2017. 12:50




„როდესაც სააკაშვილზე მიდის ლაპარაკი მე პირადად მეცინება, ამ ადამიანს სერიოზულად ვერ აღვიქვავ. სააკაშვილი აცხადებს ოლიგარქებს ვებრძვიო, თუმცა მას ოლიგარქებთან ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ამავე დროს კანონიერ ქურდებთანაც", - ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის" ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა „კავკასიას" ეთერში განაცხადა.

 

„მე მინდა გაგახსენოთ, სააკაშვილის აღმზრდელი და გზაზე დამყენებელი, ამერიკელი მილიარდერი კერკ კირკორიანი, რომელსაც მიაბარეს სააკაშვილი, მან აღზარდა, მის იურიდიულ კომპანიაში მიაბარეს. ამ ტალღით უნდა მოვიდეს უკრაინის ხელისუფლებაში - მე ოლიგარქებს ვებრძვიო, თუმცა კირკორიანთანაც კარგად თანამშრომლობდა, გახსოვთ ალბათ ის კადრები, წელში ოთხად მოკაკული დონალდ ტრამპის კაბინეტში რომ შევიდა, (დონალდ ტრამპი მაშინ ოლიგარქი იყო), მაგიდის ბოლოში დაჯდა და რომ ეხვეწებოდა ბათუმში „ტრამპ თაუერი" აგვიშენეო, მაშინ ხომ კარგი იყო ოლიგარქი?!" - აცხადებს შატბერაშვილი.











 

right_banner
big_banner
არქივი