logo_geo
„ბრავო ბერა!“ - როგორა აფასებენ ბერას საშობაო სიმღერების პოპურს სოციალურ ქსელში
- +

18 დეკემბერი. 2017. 03:55

 

მუსიკოს ბერა ივანიშვილს ყოველ ახალ ნამუშევარს ინტერნეტ სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. სულ ცოტა ხნის წინ მან მსმენელს Geo Folk Tour-თან ერთად საახალწლო სიმღერა შესთავაზა და მასზე ვიდეო რგოლიც გადაიღო. ქართული მოტივებით გაჯერებულმა საშობაო სიმღერების პოპურმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ქართველი ცნობილი ადამიანების და თაყვანისმცემლების დადებითმა შეფასებებმაც არდააყოვნა.

 

ხშირად კამათობენ,რომ პოლიტიკური შეხედულებები და კულტურა ერთმანეთს არ უნდა დავუკავშიროთ. ამის დამტკიცება ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა კარგად მოახერხა, როდესაც საკუთარ გვერდზე ბერას ახალი ნამუშევარი გააზირა , სათაურით „საღოლ ეს კარგია".

 

ასევე თავის გვერდზე ვიდეო რგოლი ოპერის მომღერალმა ნინო სურგულაძემ გააზიარა. მას არც ირაკლი ღარიბაშვილი ჩამორჩა და საკუთარ FACEBOOK გვერდზე სტატუსით „ბრავო BERA " გამოაქვეყნა. მაქებართა სიას კი ტელეწამყვანი ეკა ხოფერიაც შეუერთდა სიტყვებით „რაც კარგია, კარგია "


საქებარი სიტყვები არ დაუშურებია ზაზა შენგელიას :" Bera, ძალიან კარგი ნამუშევარია. ყველაზე მაგარი Christmas song -ების ბრწყინვალე კონპილაცია. ვოკალის საოცარი არანჟი და ფინალში მშობლიური და ულამაზესი „ალილო". გილოცავ Amigo, very well done !!!

ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ბასიანმა" დიდი მადლობა გადაუხადა შემოქმედებით ჯგუფს გემოვნებიანი კომპოზიციისთვის : „ძალიან კარგია! ძალიან დიდი მადლობა გემოვნებით დამუშავებული კომპოზიციისთვის. ვულოცავთ ჩვენს საყვარელ, უნიჭიერეს პაატას. ვულოცავთ ძვირფას ბერას, რომელიც საოცრად ფლობს ბერას! ვულოცავთ Geo Folk Tour მთელ მუსიკალურ კოლექტივს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ მას. დაგეპყროთ მწვერვალები. სიყვარულით -ბასიანი!"

 

ცნობილ ადამიანებთან ერთად საქებარ სიტყვებს და კომპლიმენტებს არ იშურებენ უცხოელი და ქართველი ინტერნეტ მომხარებლებიც.


 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი