logo_geo
შალვა ოგბაიძე: მომავალ წელს თანდათან ყველა სახის სატრანსპორტო საშუალება შემოწმდება!
- +

18 დეკემბერი. 2017. 00:19


 

„მომავალ წელს  თანდათან ყველა სახის სატრანსპორტო საშუალება შემოწმდება: 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტექდატვალიერებას გაივლიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტონის ზემოთ) ავტომობილები", - ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან" თბილისის საკრებულოს დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ ჟურნალ „გზასთან" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.


„შემდგომ ეტაპზე, 2018 წლის 1-ლი ივლისიდან, ინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები. 1-ლი ოქტომბრიდან სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებს დაექვემდებარება დიდი მოცულობის (3.0 კუბ/სმ) ძრავის მქონე ავტომობილები, რადგან ისინი მეტ საწვავს მოიხმარენ და შესაბამისად, მათი გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების საფრთხე უფრო მეტია. 2019  წლის 1-ლი იანვრიდან კი, სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარება უკლებლივ ყველა ტიპის ავტომანქანა - როგორც სახელმწიფო პირის კუთვნილებაში მყოფი,  ასევე კერძოებიც. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულება არ შეეხება ისეთ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა სიჩქარე არ აღემატება 25 კილომეტრს საათში, ასევე 7---დან 3500 კილოგრმამდე ტვირთამწეობის მისაბმელს", - განაცხადა ოგბაიძემ. 


 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი