logo_geo
ბიძინა ივანიშვილმა დიმა ჯაიანის გადასარჩენად 100 000 დოლარი გამოყო
- +

18 დეკემბერი. 2017. 01:26


 

„ცე ჰეპატიტი ჰქონია და ეს სულ რაღაც თვენახევრის წინ გაიგო. არასოდეს შეუმოწმებია თავი. ტემპერატურამ რომ აუწია, გამოკვლევები ჩაუტარეს. აღმოჩნდა, რომ ღვიძლი უკვე ეშლებოდა და მხოლოდ გადანერგვა უშველიდა", - ამის შესახებ მსახიობმა დიმა ჯაიანის მეგობარმა მწერალმა გურამ ოდიშარიამ ჟურნალ „სარკეს" განუცხადა.


„დონორი მოძებნეს, დიმას ნათესავს ახალგაზრდა კაცს უნდა მიეცა მისთვის ღვიძლის ნაწილი. ბიძინა ივანიშვილს „ქართუ ბანკს" მიმართეს და მათ თანხა ძალიან სწრაფად გამოყვეს. საკმაოდ სერიოზული თანხა იყო 100 000 დოლარი.

 დონორისთვის 11 დეკემბერს უნდა ამოეჭრათ ღვიძლის ნაწილი და დიმასთვის 13 დეკემბერს უნდა გადაენერგათ. 13 დეკემბერს კი დავასაფლავეთ, ანუ იმ დღეს, როდესაც უნდა გადარჩენილიყო, მისი დაკრძალვის დღე იყო.

 ძალიან მოულოდნელი იყო მისი გრდაცვალება, რადგან თურქეთში საკმაოდ იმედიანად და ომახიანად გავაცილეთ. 2-3 დღე დააკლდა, რომ გადარჩენილიყო. ღვიძლმა სწორედ მაშინ ამოწურა თავის ფუნქცია. ერთი წლის ანთუნდაც ნახევარი წლის წინ  რომ გაეკეთებინა ანალიზები, წამლითაც კი შეიძლებოდა მისი გადარჩენა", - განაცხადა მსახიობის მეგობარმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი