logo_geo
გიორგი ოთხმეზური: სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, რომელიც თავის საყვარლებს თანამდებობებზე ნიშნავდა!
- +

22 დეკემბერი. 2017. 12:05



ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა გადაცემაში „რეაქცია" საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა.


„ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში პრეზიდენტი იყო ადამიანი, რომელიც საჯაროდ მლანძღავდა. რომელიც გათრიაქებული მივიდა მახათას მთაზე - ეს ხომ ყველამ ნახა! პიროვნება, რომელიც თავის საყვარლებს თანამდებობებზე ნიშნავდა - სადაც უნდოდა და როგორც უნდოდა... პიროვნება, რომელმაც მთელი ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ერთ ქვაბში მოაქცია და თქვა - ორი სოფელია სულ, ისიც ქვა-ღორღიო. პიროვნება, რომლის დროსაც ქვეყანაში იყო საშინელი ტერორი - ციხეებში რას უშვებოდნენ ადამიანებს?! ახალგაზრდებს მინდა მივმართო - გააანალიზეთ ცოტა, რა ხდება! ღმერთმა დაგვიფაროს, სასწაული რომ მოხდეს და „ნაციონალები" მოვიდნენ ხელისუფლებაში, მეორე დღესვე ჩამოიყვანენ სააკაშვილს და დანიშნავენ პრემიერ-მინისტრად. ის მოიყვანს თავის ახალაიებს, მერაბიშვილებს, მეგის ქარდავებს და ა.შ. და ზუსტად იგივე სიტუაცია დაიწყება.

 

რადიკალური ცვლილებები ამ ხელისუფლებამ განახორციელა - ტერორი და წამება დასრულდა ქვეყანაში", - განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.









 

right_banner
big_banner
არქივი