logo_geo
ზაზა სარალიძე: ითქვა, რომ იქ ბევრს ჰქონდა დანა
- +

25 დეკემბერი. 2017. 13:33



ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად მოკლული დათო სარალიძის მამა „კვირის პალიტრასთან" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს:

 

"გამორიცხულია, ჩემი შვილისთვის ამდენი ჭრილობა ორ კაცს მიეყენებინა. დათოს ვერ მოერეოდნენ, სპორტსმენი და ნავარჯიშები ბიჭი იყო, ამიტომ დაჩეხეს დანებით. ექსპერტიზის პასუხს ველოდებით და დარწმუნებული ვარ საქმეში სხვა დანებიც და დამნაშავეებიც გამოიკვეთება. დათოს 12 ჭრილობა ჰქონდა, 5 მათგანი გამჭოლი, ერთი - ფეხზე, რამაც არტერია დაუზიანა, შემავალი ჭრილობები ჰქონდა ღვიძლზეც და გულის არეშიც.


ჩვენებებს გადავხედე, ყველაფრის საქმის კურსში ვარ და იქაც იკვეთება, რომ რამდენიმე იარაღია გამოყენებული, თუმცა ამ ეტაპზე ორი დანაა ამოღებული. დათოს წინიდანაც აქვს დანები დარტყმული და უკანა მხრიდანაც. ამ მდგომარეობაში 12 ჭრილობას ერთი ადამიანი როგორ მიაყენებდა? როგორც ჩვენებებიდან ჩანს, მხოლოდ დაკავებულების იარაღ­ებია ამოღებული. არადაითქვა, რომ იქ ბევრს ჰქონდა დანა...

მეორე ბავშვი - ლევანი საერთოდ შემთხვევით მოხვდა გარჩ­­ვაში
მან საქმის ვითარებაც არ იცოდა. სახლში მიდიოდა, ჩოჩქოლი რომ შენიშნა, თაღში შეირბინა. როგორც ჩანს, მას იქიდან გამოქცეული ერთ-ერთი მკვლელი­ შეეჩეხა და ამისთვის მოკლეს...


...
ის მკვლელი ხმას არ იღებსიმაშიც ეჭვი მეპარება, რომ ბავშვები, რომლებიც ჩვენ­ებებს აძლევენ, სიმართლეს ამბო­ბდნენ. ჩემთვისაც ბევრი რამ ბუნდოვანია, აქ რაღაც იმალება. ჯერ სიმართლეს ვერ მივაკვლიე. ბავშვებს, ალბათ, ეშინიათ და ყველაფერს ვერ ამბობენ. ყველაფერი ზედმიწევნით ობიექტურად უნდა გამოიძიონ - ეს არა მარტო ორი ოჯახის ტკივილი, ქართველი­ ხალხის­ ტრაგედიაა. საუბედუროდ, დღეგამოშვებით კლავენ და ჭრიან მოზარდები ერთმანეთს. 16-17 წლის ბავშვებში რა დაპირისპირება უნდა მომხდარიყო ისეთიასე სასტ­იკად გაემეტებინათ ერთმანეთი?­ 

დათო 25 აგვისტოს გახდა 17 წლის... ჩვენ მამა-შვილი კი არა, უახლოესი მეგობრები ვიყავით, ჩემზე ბევრად მაღალი იყო და მეამაყებოდა, შევხაროდი...

სასამართლო, სავარაუდოდ, დახურული იქნება, შეიძლება­ არც მე დამასწრონ. არ ვიცი, რას იზამენ", - ამბობს ზაზა სარალიძე.



 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი