logo_geo
ლაშა ნაცვლიშვილი: ბოკერია ძალადობს პარტიულ უმრავლესობაზე და ამას ასაღებს დემოკრატიად
- +

17 ნოემბერი. 2016. 11:47


 

„ის, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში", საბედნიეროდ, აღარ მოქმედებს ქვეყნის ბედზე", - ამის შესახებ მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა. ნაცვლიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" შიგნით მიმდინარე პროცესებს შეეხო და აღნიშნა, რომ ეს პარტია 9 წლის განმავლობაში დემოკრატიის სახელით ძალადობდა ხალხზე.


„ქვეყანა არის ცალკე და „ნაციონალური მოძრაობა" - ცალკე. ეს პროცესი შესაძლოა, საინტერესო იყოს ექსპერტულ დონეზე. როგორც ჩანს, მიშისტებმა გადაწყვიტეს მიშას დამარცხება. გიგი, გიგა, გოკა - ეს ყველანი ხომ მიშისტები არიან. ახლა ეს მიშისტები აუჯანყდნენ მიშას. ჩემი აზრით, ცოცხალი სააკაშვილის დამარცხება მათ ძალებს აღემატება. 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ ქვეყანას თავისუფლება მოეფინა, მათ შორის ისეთ ჩაკეტილ პოლიტიკურ ორგანიზაციას, როგორიც „ენმ" გახლდათ. ნახეთ, ახლა როგორ გახსნილად და ღიად საუბრობენ შიდა პრობლემებზე, ამას თავადვე უწოდებენ ჯანსაღ დემოკრატიულ პროცესს. სად იყო ეს სიჯანსაღე და დემოკრატია 2012 წლამდე? 2012 წლის შემდეგ ვარდსა და ნეხვს ერთნაირად მოეფინა ნათელი. როგორც ჩანს, რუსთაველი ყოველთვის მართალია. აქ მთავარი ამბავი ისიცაა, რომ მთელი 9 წელი ეს მცირე ჯგუფი დემოკრატიის სახელით ძალადობდა ხალხზე, ანუ უმრავლესობაზე. ახლა იგივე პროცესი პარტიის შიგნით გადავიდა - ბოკერია ძალადობს პარტიულ უმრავლესობაზე და ამას ასაღებს დემოკრატიად", - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი