logo_geo
2017 წლის საუკეთესო მცოცავი
- +

26 დეკემბერი. 2017. 13:48



ამან, ამ ადამიანმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ცოცვა ჯერ კიდევ თბილისში დაიწყო. სადღაც 2000-იან წლებში საკრებულოს თავმჯდომარეობა მოუნდა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს სახურავებზე დაცოცავდა - ხან ტელევიზორების ანტენებს ასწორებდა... ასწორებდა რა, სინამდვილეში ურევდა, თორემ ყველას საკუთარი ანტენა გასწორებული ჰქონდა. ჰოდა, ხან დაცურებულ კრამიტებს ალაგებდა, ხან კიდევ კოროზიას ებრძოდა, ღებავდა!


(ტაში)


მოგვიანებით პრეზიდენტი კი გახდა, მაგრამ მისი ძირითადი პროფესია მაინც სახურავებზე მცოცავობაა. აგერ, უკრაინაშიც დასჭირდა ძველი პროფესია და „გამაადგა" კიდევაც. ატარა უკრაინელები აღმა-დაღმა, დაპირდა რაღაცებს, აბოლა, მაიდანზე მოაგროვა და როცა სახლში მიადგნენ, უნდა დაგიჭიროთო, ჯერ ვანაში ჩატენა რამდენიმე სპეცრაზმელი, მერე კი მე-8 სართულზე ავარდა!


(ტაში)


ავარდა რა, ხერხი იხმარა... თან ყვიროდა: თუ მომიახლოვდებით, თავს არ ვიცოცხლებ, მე-8 სართულიდან გადმოვხტები და ქართველი ხალხის ცოდვა თქვენს კისერზე იქნებაო. აღარაფერს ვამბობ უკრაინელი ხალხის ცოდვაზეო!


(ტაში)


მიხოს მუქარამ გაჭრა. უკრაინის ხელისუფლებამ იფიქრა, ეხლა ეგ რო გადმოხტეს, „ბლიად", მკვლელობაში ჩაგვითვლიან და ეს „ჩმორიკი" გმირად იქცევაო. აი, მეგობრებო, ხედავთ, როგორი ბრძენი ხელისუფლება ჰყავს უკრაინას?!


(ტაში)


ჰოდა, იმას ვამბობდით... ჩამოიყვანეს ციმ-ციმ ოდესის ყოფილი გუბერნატორი სახურავიდან და უთხრეს: წადი, გენაცვალე, სახლში, დაისვენე, დაიბანე და ორშაბათს მოხვალ განყოფილებაშიო. მოგვიანებით სახელოვანმა მცოცავმა ერთ-ერთი უკრაინული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა - ეგ რა არი, კგბ-ს იზოლატორის სახურავიდან რო გავიპარე 1986-ში, თქვენ ის უნდა გენახათო. ნუთუო? - გაკვირვებით იკითხა უკრაინელმა ჟურნალისტმა და აღფრთოვანება გამოხატა პირდაპირ ეთერში!


(ტაში)


ასე რომ... სააგენტო "ლიდერის" გამოკითხვით, მიხო სააკაშვილი გახდა მსოფლიო საკუეთესო მცოცავი მიწის ზევით. პრინციპში, მაგას ვერც მიწაზე ცოცვაში აჯობა ვინმემ, ხომ გახსოვთ, როგორი რეკორდი მოხსნა გორში, 2008-ში? მაშინ ჩვენი ყოფილი ჰალსტუხის ღეჭვაში გახდა სხვადასხვა ნივთების ღეჭვის ლაურეატი და მიენიჭა სპეციალური პრემია. ახლა კი მცოცავობაში ეძლევა ბატის სკლინტის საპატიო ორდენი!


(ტაში)









 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი