logo_geo
ბექა ნაცვლიშვილი: კანონებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხების გადაჭრა ცოტა რთულად მეჩვენება
- +

28 დეკემბერი. 2017. 01:14


 

„ხელისუფლების პოლიტიკაა, საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით, ევროკავშირის დახმარებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან ისეთი მიზიდულობის სივრცეების შექმნა შევძლოთ, რომლებიც გამყოფი ხაზის აქეთა და იქეთა მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს შორის მეტი კომუნიკაციის საშუალება გახდება", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად".


„ფაქტია, ერგნეთის ბაზრობა ოსებსა და ეთნიკურ ქართველებს შორის კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი არხი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იქ შესაძლოა, ვთქვათ, კონტრაბანდის რისკი არსებულიყო, ეს ძალიან სასარგებლო რამ იყო", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.


ბექა ნაცვლიშვილმა გადაცემაში სტუმრად მყოფ „პატრიოტთა ალიანსის" წევრს, ადა მარშანიასაც უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ გაუგებარია პარლამენტის საქმიანობა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის განხილვას არც სხდომას უძღვნის, არც განხილვას, არც დებატებს და არც პოლიტიკურ ხედვას აყალიბებს.


„პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოა. ჩვენ კანონები უნდა მივიღოთ და კანონებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხების გადაჭრა ცოტა რთულად მეჩვენება", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.


 

right_banner
big_banner
არქივი