logo_geo
კახა კალაძე: ნუ გვექნება ილუზია, რომ ოთხი წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველაფერს შევცვლი
- +

30 დეკემბერი. 2017. 01:24


 

„იმის ილუზია ნუ გვექნება, რომ რაკი კახა კალაძე ავირჩიეთ, ის ოთხი წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველაფერს შეცვლის", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „კვირის ინტერვიუ" სტუმრობისას განაცხადა.


„ეს შეუძლებელია, მაგრამ გვაქვს ამბიცია, ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული რეფორმები და პროექტები მართლაც თვალშისაცემი და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

 

ის, რაც ენერგეტიკაში ხუთი წლის განმავლობაში განვახორციელეთ, მნიშვნელოვანი რევოლუციური გარღვევა იყო. ენერგეტიკის სექტორში 70-იანი წლების შემდეგ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები არ განხორციელებულა და ამაში ჩემს მოადგილეებს ძალიან დიდი როლი მიუძღვით", - განაცხადა კალაძემ.


 

right_banner
big_banner
არქივი