logo_geo
კახა კახიშვილი: ნარკოპოლიტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ამიტომ...
- +

30 დეკემბერი. 2017. 03:12



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც კახიშვილმა აღნიშნა, ის ბალანსის მომხრეა და გადაწყვეტილება ემოციების გარეშე, პროფესიონალების ჩართულობით უნდა იყოს მიღებული.


„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ამიტომ ამ საკითხის გადაწყვეტას წინ უნდა უძღოდეს სიღრმისეული, არაემოციებზე დამყარებული დისკუსიები. იცით, როგორც სრულდება ხოლმე ემოციური დისკუსიები. შეიძლება 5 წუთის შემდეგ ვინმემ ტაში დაგიკრას, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ გახდეს სადარდებელი, ამიტომ ის რეპრესიული პოლიტიკა რომელიც ხორციელდებოდა ნარკომომხმარებლების მიმართ, არ იყო სწორი. გახსოვთ თქვენ, რომ 1 გრამი ნარკოტიკისთვის ადამიანები ციხეში ხვდებოდნენ 9-10 წლის ვადით. ბუნებრივია ეს იყო არასწორი. გვჭირდება სრული ანალიზი, კონკრეტულად რა მიდგომები უნდა იყოს მსუბუქ ნარკოტიკებთან და ძლიერ ნარკოტიკებთან მიმართებაში. როგორ უნდა მოახდინოს ხელისუფლებამ რეაგირება ნარკორელიზატორების მიმართ და ა.შ.

 

მე არ ვარ მომხრე, რომ ემოციურ ფონზე მოხდეს გადაწყვეტილება. არასწორი, ან ერთ მხარეს გადახრილი გადაწყვეტილების მიღება სახიფათოა, ჩვენი საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე დისკუსიაში ჩართულები უნდა იყვნენ პროფილურად ექიმები, ნარკოლოგები, საზოგადოების წარმომადგენლები, თავად ის ადამიანები, ვინც წარსულში მოიხმარდნენ ნარკოტიკებს. უნდა იყოს დაბალანსებული პოლიტიკა. მე საერთოდ ბალანსის მომხრე ვარ და ბალანსი ყველაფრის რეცეპტია", - განაცხადა კახა კახიშვილმა.










 

right_banner
big_banner
არქივი