logo_geo
რა დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს სხეულზე გაჩენილი პიგმენტური ლაქები
- +

9 იანვარი. 2018. 23:51



კანზე პიგმენტური ლაქების გაჩენა, როგორც ექიმები ამბობენ, ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. თუ ისინი ახალგაზრდას გაუჩნდა, აქ ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, მათ შორის, ერთ-ერთი საეჭვო და უხარისხო კოსმეტიკა, რომელიც კანზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომ მისი ხანგრძლივი გამოყენება დაუშვებელია...


პრობლემაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დერმატოვენეროლოგი, კლინიკა „კანის" დამფუძნებელი ირაკლი კუტალია AMBEBI.GE-ს ესაუბრა.


კანზე პიგმენტური ლაქების გამომწვევი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი მიზეზია - მზე და კლიმატური ფაქტორები. პიგმენტურ ლაქებში იგულისხმება ორი ფაქტორი: დეპიგმენტაცია და ჰიპერპიგმენტაცია. დეპიგმენტაცია ნიშნავს გაღიავებულ გამოთეთრებულ ლაქას. ჰიპერპიგმენტაცია - გამუქებულ ლაქას.


პიგმენტური ლაქის გაჩენას მაინცდამაინც ადამიანის გარკვეული ასაკი არ იწვევს, ის შეიძლება ნებისმიერ ასაკში გაჩნდეს.


- ე.ი. მისი მიზეზი მაინცდამაინც დაბერება არ არის?

 

- დიახ, ეს არ არის მთავარი მიზეზი, თუმცა ასაკთან ერთად, ლაქების გაჩენის რისკი სიბერეში იზრდება. მნიშვნელოვანი ხელშემწყობი მიზეზია მზე და კლიმატური ფაქტორები.

 

- რაზე მიუთითებს ხელებზე, ტანზე, თუნდაც სახეზე გაჩენილი პიგმენტური ლაქები?


- ზოგადად გაჩენილი პიგმენტური ლაქები მრავლის მაუწყებელია, - ვიტილიგო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, ხასიათდება ხელებზე და დეპიგმენტური ლაქების გაჩენით, ასევე შეიძლება იყოს ასაკობრივი ლენტიგო, რომელიც ჰიპერპიგმენტაციით ხასიათდება.


ტანზე ძირითადად ბევრ დაავადებას ახასიათებს ლაქების გაჩენა, მაგალითად, ნაირფერი პიტირიაზი, რომელიც სოკოვანი დაავადებაა, ასევე თეთრი ლიქენი, დეპიგმენტური ლაქებით ხასიათდება, სებორეული კერატოზი და ჰიპერპიგმენტაციით გამოიხატება. სახეზე პიგმენტური ლაქებით ლენტიგო ხასიათდება, რომელიც ასაკობრივია და ვიზუალურად ღია ყავისფერი შეფერილობით გამოიხატება.


- უხარისხო კოსმეტიკის გამოყენება ხომ არ პროვოცირებს კანის ამ დაავადებას?

- რა თქმა უნდა, პროვოცირებს. ამიტომ ის ყურადღებით უნდა შეირჩეს. საერთოდ, კანის მოვლა სწორად შერჩეული საშუალებებით, ჯანსაღი ცხოვრების წესია, ამასთან, მზისგან დამცავი ყველა კრემის გამოყენებაც არ შეიძლება.

 

- რა რეკომენდაციების მიცემა შეგიძლიათ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კანზე პიგმენტური ლაქები არ გაჩნდეს?

 

- ნებისმიერი ლაქის გაჩენის შემთხვევაში, დროულად მიმართეთ ექიმ-დერმატოლოგს, გახსოვდეთ, რომ დროული დიაგნოსტიკა, პრობლემის იოლად გადაჭრის საშუალებაა.


- მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

 

- საკითხი ინდივიდუალურია, მკურნალობა პაციენტს დიაგნოზიდან გამომდინარე ენიშნება, ინდივიდუალურია. ხოლო კითხვაზე - მკურნალობის შემდგომ ქრება თუ არა პიგმენტური ლაქები, ამაზე ასეთი პასუხი არსებობს, - გააჩნია დიაგნოზს... მოკლედ, ექიმთან დროული ვიზიტი არასდროს გადადოთ და გისურვებთ ჯანმრთელობას.


 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი