logo_geo
გაიარეს თუ არ ე.წ. ყვითელმა ავტობუსებმა სავალდებულო ტექდათვალიერება?
- +

17 ნოემბერი. 2016. 17:46



ყვითელი ავტობუსების ყოველწლიური შემოწმების შესახებ „ეკო ტრანსპორტის ცენტის" ხელმძღვანელი ვასო ურუშაძე გაზეთ „პრაიმტაიმთან" საუბრობს. მისი თქმით, 2016 წელს დაახლოებით 650 ე.წ. ყვითელი ავტობუსიდან ტექდათვალიერებით განსაზღვრული საჭირო პარამეტრები მხოლოდ 200-მდე ავტობუსმა დააკმაყოფილა. მიუხედავად უსაფრთხოების სტანდარტების არარსებობისა, ეს ავტობუსები მგზავრებს დღემდე ემსახურებიან.

 

„თბილისის მერია ამ საკითხს არ ასაჯაროებს. ეს ავტობუსები ექსპლუატაციაშია და ეს არის კანონდარღვევა. მერია რისკის ქვეშ აყენებს მგზავრების სიცოცხლეს. მე ამ ინფორმაციას მიდასტურებენ იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ავტობუსების ინპექტირებას ახორციელებენ", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.


„პრაიმტაიმი" აღნიშნული განცხადების საპასუხოდ სტატიაში თბილისის მერიის განცხადებას აქვეყნებს. მათი თქმით, 2016 წლის ტექნიკური შემოწმება ჯერ ყველა ავტობუსს გავლილი არ აქვს და შესაბამისად, მონაცემები, რამდენმა დააკმაყოფილა ტექნიკური დათვალიერების ნორმები და რამდენმა - ვერა, უცნობია.

 

„ტექნიკური შემოწმების პროცესი ახლა მიმდინარეობს, დასრულებული არ არის. წელიწადში ორჯერ უწევთ გავლა. ასე რომ, ჯერ პროცესი დასრულებული არ არის და არ ვიცით, რამდენმა გაიარა ტექდათვალიერება და რამდენმა - ვერა. ტექნიკური დათვალიერება გაგრძელდება 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით და საბოლოო შედეგიც წლის ბოლოს დაიდება და გამოქვეყნდება. ტექდათვალიერების პროცესი უკვე დასრულდა მეორე ავტობაზაში, სადაც ახალი ავტობუსებია და შედეგიც დადებითი დაიდო, დანარჩენი ორი ავტობაზა კი ახლა გადის, იქ შედარებით ძველი ავტობუსებია და ისინი უფრო მიმზიდველები მიდიან შემოწმებაზე, რომ დადებითი შედეგი დადონ", - ნათქვამია განცხადებაში.




 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი