logo_geo
„რა კავშირშია 6 ნოემბრის სპეცოპერაცია გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმესთან?“
- +

17 ნოემბერი. 2016. 17:47



გაზეთი „პრაიმტაიმი" აქვეყნებს სტატიას სათაურით „ვინ არიან უკრაინაში დაკავებული ქართველი მებრძოლები", სადაც 6 ნოემბრის სპეცოპერაციის დეტალებსა და იმ ადამიანების ვინაობის შესახებ წერს, რომლებიც 6 ნოემბერს სპეცოპერაცია „კავკაზ"-ის დროს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეს ადამიანები მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილ ბატალიონ „ქართულ ლეგიონში" მსახურობდნენ.


„ადამიანი, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ, გვარწმუნებს, რომ ამ ჯგუფის წევრთა დაკავება პირდაპირ კავშირში შეიძლება იყოს საქართველოში მიმდინარე გამოძიებასთან გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე... ჩვენს მკითხველს, ალბათ, კარგად ახსოვს, რომ ამ დანაშაულის უკრაინული კვალის შესახებ ვერსიამ თავშივე გაიჟღერა, როგორც კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გახსნა. აი, რას გვიამბობს ჩვენი ინფორმირებული რესპონდენტი", - წერს გაზეთი „პრაიმტაიმი".


„პრაიმტაიმის" რესპონდენტის თქმით, უკრაინული დაჯგუფება პირდაპირ კავშირშია საქართველოში მომხდარ თითქმის ყველა ძალადობრივ აქტთან.


„იქაური დაჯგუფება პირდაპირ კავშირშია საქართველოში მომხდარ თითქმის ყველა ძალადობრივ აქტთან... უკრაინის ხელისუფლებას უნდა, ეს უსიამოვნება აიცილოს თავიდან და ამიტომაც უნდათ ასეთი ადამიანებისგან ქვეყნის გასუფთავება. ახლა იქ არეულია სიტუაცია - ქართველ მებრძოლებს უკვე ადეპორტებენ. ერთ-ერთი მათგანი, პოლკოვნიკი თეთრუაშვილი გაადეპორტეს და ის უკვე ორი კვირაა, საქართველოშია... მას შემდეგ, რაც პოროშენკო სააკაშვილს დაუპირისპირდა, ქართველი მებრძოლების დევნა დაიწყეს. ზოგი სხვა ქვეყანაში წავიდა უკრაინიდან. მათ საემიგრაციო სამსახური იჭერს...

 

თეთრუაშვილს იქ ჯილდოებიც ჰქონდა მიღებული სახელმწიფოსგან, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გამოუშვეს... აქედან ჩასული სამხედრო მოსამსახურეების ერთ ნაწილს იმედი გაუცრუეს. მათ ვერ მიიღეს იქ ის, რასაც ელოდნენ - მოატყუეს, „გადააგდეს" და ამის გამო ზოგმა თვითნებურად დაიწყო მოქმედება, გარკვეული დაჯგუფებები შეიქმნა, რომელთა არსებობაც უკვე უმართავი ხდებოდა..." - ამბობს „პრაიმტაიმის" რესპონდენტი.


მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი აკონტროლებდა ყველა დაჯგუფებას და მას ახლაც უნდა მათი შეკრება, რათა ახალი „მაიდანი" მოაწყოს.

 

„სააკაშვილი აკონტროლებდა აბსოლუტურად ყველა დაჯგუფებას. ახლაც უნდა მათი შეკრება და მობილიზება, ახალი „მაიდანი" რომ მოაწყოს... რამდენად გამოუვა, ვერ გეტყვით... თუმცა, არიან იქ ისეთები, რომლებიც მართლა სუფთად იბრძვიან და არც პოლიტიკურ დაკვეთებში ერევიან... მაგალითად, პოლკოვნიკ მარტიაშვილის ჯგუფი და კიდევ რამდენიმე ადამიანი. დანარჩენები - მაყიშვილი, კიკაბიძე, კალანდაძე - ყველა სააკაშვილის კონტროლის ქვეშ არის. ამის გარდა, მის მიმართ იქაურ სამართალდამცველებს ფინანსურ გაფლანგვებზეც სერიოზული კითხვები აქვთ. „უკრაინის მებრძოლთა რეაბილიტაციის ფონდიდან" თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა. ამ ფონდით ფინანსდებოდა, მაგალითად, ადეიშვილი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში გადაადგილდებოდა, ამ ფონდით ფინანსდებოდა თავად სააკაშვილი და მისი დაცვაც (კონკრეტულ გვარებზე არსებობს მასალები), აქედან 4 მილიონი გრივნით შეუძინა ისეთი დაჯგუფების ხელძღვანელებს ავტომობილები, აქედან აქვს მიღებული დაფინანსება აფხაზთა კრების თავმჯდომარეს მალხაზ პატარაიას და კიდევ „ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთ გამოკვეთილ მხარდამჭერს... არადა, ეს თანხები გაწერილია ისე, თითქოს დახარჯულია უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცების ოჯახების დასახმარებლად... ასე რომ, პოროშენკოს მიერ ბრძანება უკვე გაცემულია და ამ მიმართულებითაც ხდება მასალების შესწავლა და დამუშავება. ერთი სიტყვით, პოროშენკოს მიშას ლობისტებისგან ზეწოლები მოეხსნა, უკვე გახსნილი აქვს ხელ-ფეხი იმისთვის, რომ მტკიცებულებები დადოს - რამდენი მილიარდი გრივნა აქვს სააკაშვილს მითვისებული", - ამბობს „პრაიმტაიმის" რესპონდენტი. 


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი