logo_geo
დოდო ხურცილავა: მოგვიანებით დაპირისპირება ბოკერიასა და უგულავას შორისაც დაიწყება
- +

11 იანვარი. 2017. 19:35


 

 

„ნაციონალური მოძრაობა" აუცილებლად დაიშლება. იქ ფული და ხელისუფლებაა გასაყოფი - ესენი კი ამაზე ისე არიან გაგიჟებულები, რომ ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ", - ამ სიტყვებით აფასებს გაზეთ „რეზონანსთან"თეატრმცოდნე დოდო ხურცილავა ენმ-ში მიმდინარე პროცესებს. ხურცილავა ასევე აღნიშნავს, რომ გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის განსხვავებას ვერ ხედავს.


„თუმცა, ჩემთვის პირადად არანაირი განსხავება, არ არის საკაშვილსა და ბოკერიას შორის. უბრალოდ გემი იძირება და ლიდერები გარბიან. ჩემი აზრით, სააკაშვილის მომხრეებს ექნებათ უფრო მეტი რეიტინგი, მიუხედავად იმისა, რომ იგი გაიქცა და ცუდად მოიქცა.

 

უფრო მეტსაც გეტყვით, მე მგონი მოგვიანებით დაპირისპირება ბოკერიასა და უგულავას შორისაც დაიწყება, რადგან ორივეს ლიდერობა უნდა" , - განაცხადა ხურცილავამ. 


 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი