logo_geo
მიხეილ სააკაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ საშიში ტენდენციაა
- +

16 ნოემბერი. 2016. 04:12



საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2"-ის ეთერში „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით საუბრობს. როგორც სააკაშვილი აცხადებს, პარტიაში არის საშიში ტენდენცია - სვეტების ჯგუფი.


„ძალიან საშიში ტენდენციაა, რომ არის რაღაც სვეტების ჯგუფი, რომლებიც არიან განათლებულები და, მეორე მხრივ, არის ბნელი მასა, რომელიც მარტო არჩევნებზე უნდა გამოიყენო. მაგრამ ჩვენს მომხრეებში არის ყველაზე პროგრესირებადი, განათლებული ნაწილი საზოგადოების. ვიღაცისგან გეწყინება რაღაც, ვიღაცა გაგაკრიტიკებს, მაგრამ შენ ხალხს არ უნდა გაებუტო. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება ქნა, არის ის, რომ გაბრაზდე შენს ხალხზე", - განაცხადა სააკაშვილმა.











 

right_banner
big_banner
არქივი