logo_geo
კობა ნარჩემაშვილი: გიორგი სანაიას მკვლელი სწორედ ის არის…
- +

16 ივნისი. 2017. 15:40



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი გადაცემაში „ინტერვიუ ვანიჩკასთან" ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობას იხსნებს. როგორც ნარჩემაშვილმა აღნიშნა, ეს არ ყოფილა პოლიტიკური ნარატივით განპირობებული დანაშაული.

 

„გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე გაიხსნა ჩემს დროს. მას შემდეგ 2 ხელისუფლება შეიცვალა. ამ კაცმა 13 წელი მოიხადა, რაც მიუსაჯეს, ერთი დღე არ დაუკლიათ, ისე მოიხადა სასჯელი. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ" როგორი ძველი საქმეების გახსნა შეძლო, ამ საქმეში რატომ ვერ შეიტანეს ერთი დისონანსიც კი მაშინ? - იმიტომ, რომ აბსოლუტურად მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის, ვინც არის მაშინდელი გამოძიების მიერ დასახელებული გიორგი სანაიას მკვლელად, სწორედ ის არის ამ დანაშაულის ჩამდენი. ადამიანებს შეიძლება ძალიან ბევრი ეჭვი ჰქონდეთ, მაგრამ ამ ეჭვის კონკრეტული საფუძველიც უნდა გააჩნდეს. გიორგი სანაიას მკვლელობა ეს აბსოლუტურად არ იყო პოლიტიკური ნარატივი. შსს-ს ვალდებულება ამ საქმის ოპერატიული მომსახურება, გახსნა და ოპერატიული უზრუნველყოფა იყო, გამოძიება იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის კომპეტენცია. გამოძიების ნიუანსები და დეტალები, ისე როგორც გამომძიებელმა, მე არ ვიცი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რა დაშვება და შეხებაც მე მქონდა ამ საქმესთან, ეს არ იყო პოლიტიკური დატვირთვის და პოლიტიკური ნარატივის საქმე", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.


 

right_banner
big_banner
არქივი