logo_geo
ალექსანდრე ქანთარია: გამოვდივარ ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ჩაიწეროს, რომ...
- +

16 ივნისი. 2017. 17:07



საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე ქანთარია გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში რამდენიმე ფრაზა ჩაემატოს და ჩაიწეროს, რომ უზრუნველყოფილი იქნება ეროვნული ფასეულობების დაცვა და ერის კონსოლიდაცია. ამის შესახებ დეპუტატმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

„გამოვდივარ ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში რამდენიმე ფრაზა ჩაემატოს და ჩაიწეროს, რომ უზრუნველყოფილი იქნება ეროვნული ფასეულობების დაცვა და ერის კონსოლიდაცია.

 

უფრო კონკრეტულად, ჩვენი კონსტიტუციის წინათქმაში, სადაც წერია: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა..." უნდა ჩაემატოს სიტყვები „ეროვნული ფასეულობების დაცვა" და „ქართველი ერის კონსოლიდაცია". დიახ, ქართული სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება უნდა გახდეს, რომ მან ეროვნული ფასეულობების დაცვასა და ერის კონსოლიდაციაზე იზრუნოს!

 

მართალია, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, კონსტიტუციის პრეამბულა არ შეიცვლებაო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მთლიანმა პარლამენტმა უნდა მიიღოს და არა მგონი, ჩვენი გუნდის დიდი ნაწილი წავიდეს იმის წინააღმდეგ, რომ ეროვნული ფასეულობების დაცვა და ქართველი ერის კონსოლიდაცია კონსტიტუციით იყოს უზრუნველყოფილი", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი