logo_geo
გოგა ხაინდრავა: პატრიარქი ბრძენი ადამიანია...
- +

19 ივნისი. 2017. 16:39


რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „TV-პირველის" ეთერში კონსტიტუციურ მონარქიაზე ისაუბრა. როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, მხარს უჭერს მმართველობის ამ ფორმას და თვლის, რომ ეს იქნება გონივრული ნაბიჯი.


„პატრიარქი ბრძენი ადამიანია, ყველა მისი შეგონება და წამოწყება, რომელიც მოგვისმენია, მიმართულია ქართველი ხალხის კეთილდღეობისკენ. ამიტომ, მე გულმხურვალე მხარდამჭერი ვარ კონსტიტუციური მონარქიის. თუ ქართველი საზოგადოება პლებისციტის სახით გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციური მონარქია, ვფიქრობ, ძალიან გონივრული და სერიოზული ნაბიჯი იქნება", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.





 

right_banner
big_banner
არქივი