logo_geo
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტს შეეშინდა, რადგან არც ერთი არგუმენტი რეალურად არ აქვს!
- +

20 ივნისი. 2017. 23:12



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პირდაპირ ეთერში საუბარი პრეზიდენტს იმის გამო შესთავაზეს, რომ საზოგადოება ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაციას ვერ იღებს. როგორც კობახიძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცახად, პრეზიდენტს შეეშინდა.


„საზოგადოება ვერ იღებს სათანადო ინფორმაციას იმ კონსტიტუციასთან დაკავშირებით, რომელიც უამრავი დეტალისგან შედგება. ზუსტად ის ფორმატი შევთავაზეთ ჩვენ პრეზიდენტს, რომელიც საზოგადოებას ნათელი წარმოდგენის შექმნის შესაძლებლობას მისცემდა, თუმცა, პრეზიდენტმა ამას თავი აარიდა. პრეზიდენტს შეეშინდა, რადგან არც ერთი არგუმენტი რეალურად არ აქვს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



 

right_banner
big_banner
არქივი