logo_geo
100 000 მოწამის ხსენების დღეს, ილია მეორე მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის
- +

12 ნოემბერი. 2017. 14:04



ხვალ, 100 000 მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 100 000 მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის.


საზეიმო პარაკლისი 17:00 საათზე შესრულდება. მანამდე, 16:00 საათზე, ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის" ორგანიზებით, გაიმართება შემოქმედებითი კონცერტი, რომელშიც ხალხური ანსამბლები და ფოლკლორული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.


13 ნოემბერს, მართლმადიდებლური სამყარო 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.







 

right_banner
big_banner
არქივი