logo_geo
გიორგობის სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ქაშუეთში ჩატარდება
- +

19 ნოემბერი. 2017. 16:27



23 ნოემბერს, გიორგობის სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძარში ჩატარდება.

 

„ხუთშაბათს არის ეროვნული დღესასწაული - გიორგობა. ქაშუეთში იქნება წირვა-ლოცვა. წირვა-ლოცვა აღევლინება აგრეთვე ყველა სხვა მოქმედ ტაძარშიც", - განაცხადა პატრიარქმა.


როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, გიორგობა დღეს იქნება ასევე საყოველთაო ნათლობაც, რომელზეც 600-ზე მეტი ბავშვი მოინათლება. 


 

right_banner
big_banner
არქივი