logo_geo
მიტროპოლიტი შიო: პატრიარქი როცა ჩამოვა, მერე დააკონკრეტებს მოსაყდრის ვალდებულებას
- +

26 ნოემბერი. 2017. 13:42



„უწმინდესის გადაწყვეტილება იყო ყველასთვის მოულოდნელი", - ამის შესახებ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყის მიტროპოლიტმა მეუფე შიომ (მუჯირი) განაცხადა.


„შეიძლება იყოს განსხვავებული აზრი, მაგრამ უწმინდესს სრული უფლება აქვს ეს გადაწყვეტილება მიიღოს. უბრალოდ ჩვენთვის, ყველასთვის სრულიად მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. ასე ინება უწმინდესმა და გააკეთა. რას უკავშირდება მისი ეს გადაწყვეტილება, ვერ გეტყვით", - განაცხადა მეუფე შიომ.


ჟურნალისტების კითხვაზე, რა უფლებამოვალეობებს შეასრულებს ის საპატრიარქოში, მეუფე შიო მუჯირმა პასუხისგან თავი შეიკავა. 

 

„ახლა ჩვენ ველოდებით მის უწმინდესობას. ის წაბრძანებულია. რომ ჩამოვა, მერე დააკონკრეტებს მოსაყდრის ვალდებულებას, ამიტომ კომენტარისგან თავს შევიკავებ", - ბრძანა მეუფე შიომ.


მეუფე შიო მუჯირმა მოსაყდრის სტატუსით სამების საკათედრო ტაძარში დღეს პირველი წირვა ჩაატარა.










 

right_banner
big_banner
არქივი