logo_geo
„მასმედია, სოციალური ქსელები… ამა თუ იმ უწესობას ხშირად მიმზიდველად და საინტერესოდ გვისახავენ“
- +

7 იანვარი. 2017. 00:49


 

„საღმრთო ზნეობა იმდენად მაღალა, რომ მას თვით ყველაზე დახვეწილი და რაციონალური სახელმწიფოს კანონებიც კი ვერ შეედრება",- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის 2017 წლის 7 იანვრის საშობაო ეპისტოლეშია საუბარი.


„სახელმწიფო კანონით დანაშაულად არ მიიჩნევა, მაგალითად, პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა, განკითხვა, მრისხანება, შური, ამპარტავნება, ეგოიზმი, შიში, მტრობა, სიძულვილი, ვიდრე მათი გამოვლინებები სერიოზულად არ დააზარალებს სხვას. უფალმა იესო ქრისტემ განგვიცხადა, ცოდვად ითვლება არამხოლოდ არასწორი საქციელი, არამედ მოყვასის მიმართ სიყვარულისა და კეთილგანწყობის არქონა... როგორც საღმრთო, ისე სახელმწიფო კანონები, რა თქმა უნდა ზრუნავს ადამიანზე, მაგრამ მათში განსხვავებულობას წარმოშობს პიროვნების აღქმა და მასთან დაკავშირებული ხედვის პერსპექტივები. ეს განსაკუთრებით ითქმის ისეთ ქვეყნებზე, სადაც ზოგიერთი სახელმწიფო კანონი ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს და მცდელობები აქვთ ცოდვა ოფიციალურად ნებადართული გახადონ. პარალელურად ხდება ისიც, რომ ტელევიზია, მასმედია, სოციალური ქსელები ამა თუ იმ უწესობას მიმზიდველად და დაინტერესოდ გვისახავენ და ხელს უწყობენ მათ პროპაგანდას", - ნათქვამია ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.


 

right_banner
big_banner
არქივი