logo_geo
21-ე საუკუნის მუსიკალური ალბომების საუკეთესო გარეკანი დასახელდა
- +

20 ნოემბერი. 2017. 23:41


 

გამოცემამ NME 21-ე საუკუნის მუსიკალური ალბომების საუკეთესო გარეკანების რეიტინგი შეადგინა.


სიის ლიდერი ბრიტანული ჯგუფ Foals-ის ალბომის Holy Fire გარეკანი გახდა. მისი დიზაინერი ლეიფ პოდჰაისკია, რომელმაც ის ნამდვილი ფოტოს მიხედვით შექმნა.


მეორე ადგილი ჰიპ-ჰოპის შემსრულებლის კენდრიკ ლამარის ალბომი To Pimp a Butterfly გავიდა. მისი გარეკანის ავტორი ვლად სეპეტოვია.


მესამე ადგილი კი ბრიტანელი რეპერის The Streets-ის ალბომის Original Pirate Material გარეკანმა დაიკავა.


ათეულში ასევე მოხვდნენ კანიე უესტის, დევიდ ბოუვის და ჯგუფ Radiohead-ის ალბომის გარეკანები. რეიტინგი სულ 22 პოზიციისგან შედგება.


 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი