logo_geo
Apple-მა ჩინეთისთვის App Store-დან Skype წაშალა
- +

22 ნოემბერი. 2017. 02:37



Skype-ს მესინჯერი ჩინეთის აპლიკაციების ჩამოსატვირთი სერვისებისთვის მიუწვდომელია, მათ შორის Apple-ის App Store-ში. ამის შესახებ New York Times-ი წერს.


Apple-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ App Store-დან Skype წაიშალა. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროსგან შეყობინება მიიღო იმის შესახებ, რომ App Store-ს ზოგიერთი აპლიკაცია ქვეყნის კანონს არ შეესაბამება.


მედია, Skype-ს დაბლოკვას ჩინეთის ხელისუფლების მორიგ მცცედლობას უკავშირებს, რომელიც ქვეყნაში ინტერნეტის კონტროლს უკავშირდება.


სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე WhatsApp-ის მესენჯერზე წვდომა დაბლოკა.









 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი