logo_geo
ოქსფორდის ლექსიკონის ენათმეცნიერებმა Youthquake 2017 წლის სიტყვად დაასახელეს
- +

15 დეკემბერი. 2017. 21:59



ოქსფორდის ლექსიკონის ენათმეცნიერებმა Youthquake-ი 2017 წლის სიტყვად დაასახელეს. ის სიტყვასიტყვით „ახალგაზრდულ რყევებს" ნიშნავს. ოქსფორდის ლექსიკონის შემდგენლები მას განმარტავენ, როგორც მილენიუმელების (1981 წლის შემდგომ დაბადებული პირების) „პოლიტიკურ გამოღვიძებას".


აღსანიშნავია, რომ თავად სიტყვა ახალი არ არის. ის პირველად 1960-იან წლებში ჟურნალ Vogue -ის რედაქტორმა დაიანა ვრილანდმა მოდაში, მუსიკასა და სოციალურ ურთიერთობებში მოულოდნელი ცვლილებების აღსაწერად გამოიყენა.


ენათმეცნიერები ირწმუნებიან, რომ სიტყვა Youthquake ბოლო პერიოდში ხელახლა დაიბადა და სულ უფრო ხშირად გამოიყენება. მას იმ ახალგაზრდების დასახასიათებლად იყენებენ, რომლებიც მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების უკან დგანან.


წლის სიტყვის სხვა ვარიანტებს შორის ასევე სახელდებოდა: ანტიფა - ანტიფაშისტის შემოკლებული ფორმა. Milkshake duck - პირდაპირი თარგმანით „რძის კოქტეილიანი იხვი", თუმცა ტერმინი გამოიყენებეა იმ პირის მიმართ, რომელიც სოციალურ ქსელში თავდაპირველად სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა მოგვიანებით საკუთარი თავის ლუსტრაციას ახდენს როგორც არასასიამოვნო ადამიანი.


გასული, 2016 წლის სიტყვა პოსტ-სიმართლე გახდა, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სულ უფრო ხშირად გამოიყენებოდა.


 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი