logo_geo
მიხეილ სააკაშვილი: მე სამშობლო არ მაქვს და ვის ვუღალატებდი?!
- +

16 დეკემბერი. 2017. 12:59


 

„უკრაინის გენერალური პროკურორის მიზანი ნათელია, სააკაშვილი არ უნდა იყოს უკრაინაში. იყოს მალდივის კუნძულებზე და არ იყოს უკრაინაში", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული არხის ეთერში განაცხადა.


„როდესაც უკრაინაში გადმოვდიოდი გამაფრთხილეს, რომ არ შემოვსულიყავი, ვინაიდან საქართველოს გადამცემდნენ. მე ვთქვი, რომ ეს შეუძლებელია.  პირველი, ქართველები არ წამიყვანენ და მეორე, ამის შესაძლებლობას მათ უკრაინის კანონმდებლობა არ მისცემთ. დღეს ლუცენკომ საკუთარი რეალური მიზნები გაამჟღავნა. ლუცენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილი სამშობლოს მოღალატეა. მე არ ვიცი, თუ რომელ ქვეყანას ვუღალატე. მათ მოქალაქეობა ჩამომართვეს და ფორმალურად, მე სამშობლო არ მაქვს და ვის ვუღალატებდი?

 

ლუცენკომ ასევე განაცხადა, რომ თუ სააკაშვილის დეპორტაცია მისი ნებაყოფლობით არ მოხდება, მაშინ ჩვენ მას საქართველოს გადავცემთ. ბოდიში, ბოდიში. მესმის, მას არ აქვს იურიდიული განათლება, მაგრამ თუ პირს სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში უკრაინის წინააღმდეგ დანაშაული მიუძღვის, მაშინ ამ დანაშაულისთვის სასჯელი არ შეიძლება იყოს დეპორტაცია ჰოლანდიაში, პოლონეთში ან მალდივებზე. ეს არ არის სასჯელი. გენერალური პროკურორის მიზანი ნათელია. სააკაშვილი არ უნდა იყოს უკრაინაში. იყოს მალდივის კუნძულებზე და არ იყოს უკრაინაში. სიამოვნებით დააფინანსებენ ორი წლის მანძილზე ჩემს მალდივის კუნძულზე ყოფნას", - განაცხაა სააკაშვილმა.









 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი