logo_geo
ერიკ კლეპტონი სმენას კარგავს
- +

13 იანვარი. 2018. 20:32



72 წლის ინგლისელი მუსიკოსი, გიტარისტი და მომღერალი ერიკ კლეპტონი სმენას კარგავს. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მომღერალმა აღნიშნა რომ ტინიტუსს ებრძვის, რის გამოც მუდმივად ესმის ზარების რეკვის, სტვენის, შრიალის და სხვა ხმები.


კლეპტონი მღეროდა და უკრავდა ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან ერთად, როგორიცაა ბიბი კინგი, დევიდ გილმორი, სტივი ვანდერი, პოლ მაკარტნი და მრავალი სხვა.


კლეპტონმა დაარსა Crossroads Centre - ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის შექმნილი სარეაბილიტაციო კლინიკა, რომელსაც 5 მილიონი შესწირა თავისი გიტარების აუქციონზე გაყიდვის შემდეგ.


უცნობია, აპირებს თუ არა კლეპტონი მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობის გაგრძელებას.


 

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი