logo_geo
მექსიკაში უცნობმა პირებმა ჟურნალისტი მოკლეს
- +

14 იანვარი. 2018. 12:48

 


ჟურნალისტი კარლოს დომინგესი ქალაქ ნუევო-ლარედოში, ტამაულიპასის შტატში, მექსიკის ჩრდილოეთით იპოვნეს.


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროკურატურამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიიჩნევს, რომ ჟურნალისტი შესაძლოა პროფესიული საქმიანობის გამო მოეკლათ.


დომინგესი პოლიტიკური სვეტის ჟურნალისტი იყო გამოცემა Diario de Nuevo Laredo-ში. ერთ-ერთ ბოლო ნაწერში იგი მექსიკაში, მზარდი პოლიტიკური ძალადობის შესახებ წერდა, რომელიც 2017 წლის ივლისიდან, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო გააქტიურება.


შტატ ტამაულიპასის გუბერნატორმა ფრანსისკო გარსია კაბესა დე ვაკამ მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო, მიუსამძიმრა დომინგესის ოჯახსა და შტატის ჟურნალისტურ საზოგადოებას და პირობა დადო, რომ დამნაშავეები დაუსჯელი არ დარჩებიან.









 

right_banner
big_banner
არქივი