logo_geo
როგორ ხვდებიან ახალ წელს სხვადასხვა ქვეყანაში? (ფოტოკოლაჟი)
- +

1 იანვარი. 2017. 11:00

 


ახალი წელი მთელს მსოფლიოში ჯადოსნურ დღესასწაულთან ასოცირდება. ყველა ქვეყანაში ახალი წლის დადგომა განსხვავებულად აღინიშნება. არსებობს მისი შეხვედრის განსაკუთრებული ტრადიციები. მაგალითად, იტალიელები ახალი წლის ღამეს ფანჯრიდან ძველ სკამებსა და უთოებს ყრიან, ბულგარელები ოთახებში შუქს აქრობენ და სხვა.


ამერიკა

 

 

Description: Image result for როკფელერის ცენტრის ნაძვის ხე

 

 

 

ამერიკაში შობისა და ახალი წლისთვის მზადება ნოემბრიდან იწყება. შობა ზეიმთან, წვეულებასთან, სურვილების ახდენასა და საჩუქრებთან ასოცირდება.


ამერიკელები შობისთვის მზადებას ნაძვის ხის დადგმით, სახლისა და ეზოების მორთვით იწყებენ. ტრადიციულად, დეკემბერში სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებს უამრავი ადამიანი სტუმრობს და საყვარელი ადამიანებისთვის საშობაო საჩუქრებს ყიდულობს.


ტრადიციადაა ქცეული ამერიკის სხვადასხვა ქალაქში ნაძვის ხის ანთების რიტუალი. ვაშნგტონის ცენტრში მდგარ ეროვნულ ნაძვის ხეს პრეზიდენტი ანთებს და ამ ცერემონიას უამრავი ადამიანი ესწრება.



ინგლისი

 

Description: Image result for christmas tree in london

 

 

 

ახალი წლის დადგომას ინგლისის მცხოვრებლებს ზარების რეკვით ამცნობენ. თავდაპირველად, ზარები სპეციალური შეფუთვის გამო ჩუმი ხმით რეკს, თუმცა 12 საათზე ზარებს აშიშვლებენ და მთელი ძალით რეკენ. ტრადიციულად, ამ დროს წყვილებმა ერთმანეთს უნდა აკოცონ.


ბავშვებისთვის ახალ წელს წარმოდგენებს მართავენ. კარნავალში პატარებისთვის საყვარელი ზღაპრის გმირები მონაწილეობენ. მთელი ღამის განმავლობაში კი გარემოვაჭრეები სათამაშოებს, ნიღბებს და სხვა საახალწლო ატრიბუტებს ყიდიან.


უძველესი ტრადიციის თანახმად, ძილის წინ ბავშვებმა მაგიდაზე ცარიელი თეფშები უნდა დატოვონ, რომელზეც სანტაკლაუსი საჩუქრებს დააწყობს.


საახალწლო სუფრას ინდაური ამშვენებს, შემწვარი კარტოფილითა და სოუსით, ასევე მზადდება ბრიუსელის კომბოსტო ხორცის ღვეზელით, პუდინგი და სხვა.


ბრიტანეთის კუნძულებზე ჯერ კიდევ არსებობს ერთი ძველი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, როდესაც საათი 12-ს ჩამოჰკრავს, ადგილობრივები უკანა კარებს აღებენ, რათა ძველი წელი გააცილონ.



იაპონია

 

Description: http://1.bp.blogspot.com/-jRhaXYSuyuw/VlCiVlZE_WI/AAAAAAAAH2c/a5iFDzT9e9c/s640/skytree-xmas.jpg

 

 

 

იაპონიაში ახალი წელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. 28 დეკემბრიდან მთელ ქვეყანაში უქმე დღეები ცხადდება. კომპანიები, ფირმები, ბანკები, მსხვილი სავაჭრო ცენტრებიც კი არ მუშაობენ, მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პოლიცია და სამედიცინო სტრუქტურები ემსახურება მოსახლეობას. სავაჭრო ცენტრები 2 იანვრიდან იხსნება, 4-5 იანვარს კი სამუშაო რეჟიმი იწყება.


იაპონიაში, საახალწლოდ თითქმის ყველა ქუჩა და სკვერი მორთულია. უძველესი ტრადიციის მიხედვით, ახალი წლის ღამეს ბუდისტურ ტაძრებში უზარმაზარ ზარს 108-ჯერ რეკენ, ამით იაპონელები ყველაფერს ცუდს და ნეგატიურს ძველ წელს ატანენ, ზარის ხმა იაპონიის ყველა ქალაქში ისმის.


ტრადიციულად, ახალ წელს იაპონელები ერთმანეთს საახალწლო მისალოც ბარათებს უგზავნიან. საახალწლო სუფრაზე კი, სხვადასხვა კერძთან ერთად, უმთავრესია Osechi/ოსეჩი და საახალწლო სუპი.


იაპონიაში 2 იანვარს საიმპერატორო კარი ერთი დღით იღება, ყველა მსურველს იმპერატორისა და მისი ოჯახს წევრების ხილვა შეუძლია.



ეკვადორი

 

Description: Image result for christmas in ecuador

 

 

 

ეკვადორელები ახალი წლის ღამეს კოცონზე მამაკაცის ფიტულებს წვავენ. რიტუალს „ქვრივის ტირილი" ეწოდება, სიმბოლურად კი „ცუდი ქმრების" დატირებას გამოხატავს. რიტუალს ქვრივის ფორმებში გადაცმული მამაკაცები ასრულებენ.


ტრადიციის მიხედვით, ვისაც მთელი წელი მოგზაურობა სურს, სახლს ჩემოდნებით უნდა შემოურბინოს, ხოლო, ვისაც პირადი ცხოვრების შეცვლა სურს, ახალ წელს წითელი თეთრეულით უნდა შეხვდეს.


ეკვადორელები ძველი წლის უსიამოვნებების დასავიწყებლად კი წყლიან ჭიქას ფანჯრიდან ისვრიან.



ვიეტნამი

 

Description: Image result for new year in vietnam

 

 

 

ახალი წელი ვიეტნამში გაზაფხულის დღესასწაულად ითვლება და მას „ტეტი" ჰქვია, ახალი წლის სიმბოლო კი ატმის აყვავებული ტოტებია, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს.


მთვარის კალენდრის მიხედვით, ვიეტნამში ახალ წელს 21 იანვრიდან 19 თებერვლამდე აღნიშნავენ. სადღესასწაულო სუფრას ყვავილების თაიგული ყოველთვის ამშვენებს.


ვიეტნამელთა რწმენით, ღმერთი ყველას სახლში ცხოვრობს, ისინი ახალი წლის ღამეს ზეცაში მიფრინავენ და ერთმანეთს უყვებიან თუ როგორ გაატარა ძველი წელი ოჯახის თითოეულმა წევრმა.


ვიეტნამელებს სწამთ, რომ ოჯახის კეთილდღეობა იმ ადამიანზეა დამოკიდებული, ვინც ხალ წელს პირველად შეაღებს მათი სახლის კარს.



ირლანდია

 

Description: Image result for christmas in ireland

 

 

 

ირლანდიური ტრადიციის მიხედვით, ახალი წლის ღამეს საკუთარი სახლის კარს ნებისმიერი ადამიანი აღებს. ის ვინც ღია კარში შესვლას მოინდომებრს, სახლის სასურველი სტუმარი გახდება და მაგიდასთან საპატიო ადგილსაც დაიკავებს, ამის შემდეგ კი, ირლანდიელები ტრადიციულ სადღეგრძელოს, „მშვიდობა ამ ხალს და მთელს მსოფლიოს" შესვამენ.


შოტლანდია

 

Description: Image result for scottish christmas

 

 

 

შოტლანდიაში ახალი წლის დღესასწაულს „ჰოგმანის" უწოდებენ. მთელი ქალაქი ამ დღეს რობერტ ბერნსის ტექსტზე შექმნილ შოტლანიურ სიმღერას მღერის. თივით გავსებულ კასრებს, შოტლანდიელები ცეცხლს უკიდებენ და ახალი წლის ღამეს ქუჩაში აგორავებენ, ამ რიტუალით ისინი ძველ წელს აცილებენ.


შოტლანდიელებს მეკვლის ტრადიციის სჯერათ. ადგილობრივთა რწმენით, თუ სახლში პირველი მუქთმიანი მამაკაცი შევა, ის ოჯახს აუცილებლად ბედნიერებას მოუტანს.



 

 

 


 

right_banner
big_banner
არქივი