logo_geo
ლეონარდო დავინჩის 15 მილიონად შეფსებული უცნობი ნახატი პირველად გამოფინეს
- +

11 იანვარი. 2017. 17:16




ლეონარდო დავინჩის ახალაღმოჩენილი ნახატი საზოგადოების წინაშე პირველად გამოფინეს. საუბარია ესკიზე, რომელიც სრულიად შემთხვევით პარიზში მცხოვრებმა პენსიონერმა ექიმმა სხვენში, მამის მიერ დატოვებულ ნივთებში აღმოაჩინა. მან 15-მდე ნამუშევარი ტაჟანის სააუქციონო სახლში შესაფასებლად მიიტანა.


ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ერთ-ერთი ნახატი ლეონარდო დავინჩის დაკარგული ნამუშევარი იყო. სპეციალისტების განცხადებით, ხეზე მიჯაჭვული წმინდა სებასტიანი დავინჩიმ 1480-იან წლებში დახატა.


შედევრი 15 მილიონ დოლარადაა შეფასებული, თუმცა მისი შეძენა კერძო კოლექციონერებისთვის შეუძლებელია. ნახატი საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ ეროვნულ საგანძურთა სიაში შეიტანა, რის გამოც მისი ყიდვა მხლოდ საფრანგეთის მუზეუმებს შეუძლიათ. შესყიდვის სურვილი „ლუვრმა" უკვე გამოთქვა.




 

 

 

 




 

წყარო : wyaro
right_banner
big_banner
არქივი